Thursday, April 28, 2011

საინტერესო ინფორმაცია ზვიგენებზე

ზვიგენი ცოცხლად შობს თავის პირმშოს.1934 წელს,ალექსანდრიის სიახლოვეს დაიჭირეს მდედრი ზვიგენი,რომლის სიგრძე 4,2 მეტრი იყო.მას მუცელში ცხრა პაწია ზვიგენი ჰყავდა,თითოეული ნაყოფის სიგრძე 60 სანტიმეტრს აღემატებოდა.
65 მილიონი წლის წინ,დიდი გამყინვარების პერიოდის დაწყებამდე,დედამიწაზე არსებობდნენ ზვიგენები,რომლებიც სიგრძეში 30 მეტრს აღწევდნენ.ამ ამ ზვიგენის ყბებში რვა ადამიანიც თავისუფლად მოთავსდებოდა
ზვიგენი სისხლის სუნს მაშინაც კი გრძნობს,სისხლის ერთი წვეთი 100 ლიტრ წყალში რომ იყოს გაზავებული.საკბილოს ძებნაში ის ყოველთვის ყნოსვით ორიენტირებს.
ზვიგენს არ აქვს უნარი გაჩერდეს.ანატომიურად ისეა მოწყობილი,რომ თუ საათში 3,5 კილომეტრი სიჩქარით არ იცურვებს და ერთ ადგილზე გაჩერდება,რამდენიმე წუთში აუცილებლად დაიღუპება.მუცელზე ამობრუნებული ზვიგენი 7-10 წუთში კვდება.ამის მიზეზი საცურაო ბუშტის არქონაა,რომელიც სხვა თევზებს აქვთ.

კბილები ზვიგენს რამდენიმე რიგზე აქვს გამწკრივებული და ყოველ რიგს თავისი დანიშნულება აქვს.მაგალითად,პირველ ორ რიგს მსხვერპლზე სანადიროდ იყენებს.ხოლო,თუ რომელიმე გატყდა,ან დაზიანდა,მას უკანა რიგიდან ”რეზერვი” წამოეშველება.
თავდასხმისას ზვიგენი ისე სწევს,რომ კბილები წინ გამოდის და მსხვერპლის სხეულში ესობა.ამის შემდეგ მტაცებელი ხორცის დიდ ნაჭერს მოგლეჯს,რომლის წონამ,შეიძლება 70 კოლოგრამიც კი შეადგინოს.

ხშირად ზვიგენის სხეულში(მუცელში) სხვა ზვიგენებს პოულობენ.როცა მსხვერპლის ზომა ორ მეტრს არ აღემატება,დიდ ზვიგენს მისი გადაყლაპვა თავისუფლად შეუძლია.უფრო დიდ მსხვერპლს ზვიგენი ნაწილეფად ფლეთს.ზვიგენი არ არის ”პრეტენზიული” საკვების მიმართ.მას შეუძლია ყველაფერი მიირთვას-თევზის აყროლებული შიგნეულიც და მაგარბაკნიანი ზღვის კუც

http://ucnauri.com

ზვიგენები

ზვიგენები, ხრტილიანი თევზები ზვიგენისნაირთა რიგისა. არსებობს 3 ქვერიგი: ნამდვილი ზვიგენები, უძველესი ზვიგენები და რქოვანი ზვიგენები. აქვთ თითისტარისებრი სხეული, ხუთ-ხუთი სალაყუჩე ხვრელი (ექვს-ექვსი — მხოლოდ ტროპიკულ ცხვირხერხას და ზოგ პრიმიტიულ ზვიგენებს), ორი ზურგის ფარფლი. კუდქვეშა ფარფლი არა აქვს მხოლოდ ქიცვიან ზვიგენებს ანუ კატრანს, პოლარულ ზვიგენებს, ცხვირხერხას და ზღვის ანგელოზს. ზვიგენების სხეული დაფარულია პლაკოიდური ქერცლით. პირი დიდია, თავის ქვემო ნაწილში მოქცეული. საცურავი ბუშტი არ გააჩნიათ. ბინადრობენ ტროპიკულ, ზომიერ და არქტიკულ ზღვებში. ნამარხი ფორმრბი ცნობილია კარბონული პერიოდიდან. ამჯამად რიგში გაერთიანებულია 10 ოჯახი. ზვიგენების სხეული სხვადასხვა ზომისაა: გიგანტური ზვიგენების (Cetorhinus maximus) სიგრძე 20 მ აღწევს, კატისებრი ზვიგენების (Scyliorhinus canicula) — 1 მ, ხოლო შავი ქიცვიანი ზვიგენებისა (Spinax spinax) — 47 სმ. ზვიგენების უმრავლესობა (კატისებრი ზვიგენები, ბოლოხერხა და სხვა) კვერცხისმდებელია (კვერცხი დაფარულია რქოვანი შალითით), ზოგი ცოცხლადმშობია (კვერნისებრი ზვიგენები, ქაშაყისებრი ზვიგენები, ქიცვიანი ზვიგენები და სხვა). ზვიგენების უმეტესობა მტაცებელია. იკვებებიან უმთავრესად წვრილი თევზებით, ფსკერის უხერხემლოებით, კანეკლიანებით, მოლუსკებით, ჭიებით. ზოგი თავს ესხმის ადამიაბსაც. შავი ზღვის საქართველოს ფარგლებში გვხვდება კატისებრი და ქიცვიანები ზვიგენები.

 http://vipanimals.ge/forum/index.php?showtopic=774